„ჩარევა მართლმსაჯულებაში აბსოლუტურად მიუღებელია. სამართლის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

“როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ელემენტარულ პრინციპს არ სცემენ პატივს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით (კორუფციას ბევრი სახე აქვს – არა მარტო ფულთან შეხება) ევროპარლამენტში სერიოზული პრობლემებია. დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება და დებატები, რომელიც ევროპარლამენტში გაიმართა, არის ამის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება