„როგორც ჩანს, ნამეტანი “აეწვათ” ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი კობახიძემ“ – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას კოალიციასთან დაკავშირებით.

“არადა, ყველაფერი მარტივადაა: ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო. როდესაც გუშინ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე რომ მოგისროლოს. ახლა მაგ ამბავს კლავიატურაზე კაკუნი და ნაპერწკლების ყრა აღარ უშველის“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება