„როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს, ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ სიმულაციას, სინამდვილეში, აქვს ერთადერთი მიზანი – შექმნან არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია, წესით, არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს.
„ზოგადად, დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი, – ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს ის თემები, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერმა.
ადგილი აქვს 450- დღიან სიმულაციას, რაც, მე მგონი, საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“, – განაცხადა კობახიძემ.