„როდესაც ტარდება ტრენინგი, თუ როგორ უნდა შეძლო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დაფინანსება. სხვათა შორის, ჩვენ, „ხალხის ძალამ“, დავსვით კითხვა, ქალბატონმა კელიმ (აშშ-ის ელჩმა) ხომ არ შეიარა ამ ტრენინგზე შემთხვევით, სადაც სახელმწიფო გადატრიალების თუ მშვიდობიანი რევოლუციის შესახებ დატრენინგება ხდებოდა“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

„პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ისინი აკეთებენ კარგ საქმეს, მაგრამ როდესაც ქალბატონი გიგაური ამბობს, რომ არავინ არ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მიღებული ფული, რამდენი აქვთ ხელფასი და ა.შ., ეს, მგონია, რომ ორმაგი სტანდარტია და ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ ნდობა არის ძალიან ნაკლები“, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება