„პირველ რიგში, ამ ქვეყანაში ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. თუ ეს არ იქნება, არაფერს ფასი არ ექნება. მაშინ არც მშვიდობა არ იქნება და არც არაფერი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სამართლიანობას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს – ამ პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს არის ნომერ პირველი, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„როდესაც ვიღაცები ამბობენ, მათ შორის ევროპარლამენტარები, რომ ეს ყველაფერი თქვენ უნდა გაცვალოთ კანდიდატის სტატუსზე, ეს თავისთავად არის უკვე მიუღებელი და ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიუთითებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც გამოვლინდა სულ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს როგორც ინსტიტუტს და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება