როგორ იმეტებენ ამ პატარა ბავშვებს ან საიდან მოიყვანეს, სულ პატარები არიან, ფარად აიფარეს ამ მათხოვრებმა. ეს ხომ უკვე გავლილი გვაქვს, ვანოს მეთოდია, უბნებში ბაცანა ბიჭების “დაპურება” და მერე სათავისოდ გამოყენება. მე ვარ ამის მოწმე, მოყოლილს არ ვამბობ”, – წერს “ფეისბუკზე” ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რომელიც სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიმოწერის ფოტოს აქვეყნებს.
“როგორც კი აქციამ დაშლა დაიწყო, ვაშაძემ, ამ არარაობამ ეგრევე რადიკალიზაციისკენ მოუწოდა ამ გავეშებულ, ვანოს გაწრთვნილ მასას.
ვამბობდი, არანაირი ამერიკული კანონის პროტესტია ეს, და აი ბატონო, დღესვე დამტკიცდა”, – წერს ექსპერტი.
