„როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და დ. კრამერი, გასაგებია. ამაზე კომენტარს რატომ არ აკეთებთ – ისიც“, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრემერი ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე.

„ჯორჯ ბუშ უფროსის თუ ჯორჯ ბუშ უმცროსის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია დ. კრამერი. ამის კომენტარი თუ შეიძლება, ქალბატონო ელჩო?“ – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ხაინდრავა.

გაზიარება