„გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი – თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს: 1. ავთენტიკურია თუ არა ჩანაწერი. 2. ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები. 3. არის თუ არა ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში. აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

“ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის თუ მოსაუბრეების ხმა ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა – არის თუ არა ჩანაწერი მონტაჟი? – ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტალურ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით. ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად „ნაცებმა“, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი. თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

გაზიარება