ანალიტიკოსი გია აბაშიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„საგარეჯოში მომხდარი გაუგონარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა, თავდადებული პოლიციელის ოჯახებს და ახლობლებს! დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ბევრ შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი და გაეცემა კიდეც.

როგორც ყოველთვის, ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე აბაშიძე.

გაზიარება