„რომან გოცირიძეს უნდა, წარმოგვაჩინოს ფუნდამენტური მიმართულების ერად. ეროვნულობასა და იდენტობაში ეკლესიის როლი დიდია და, როდესაც იდენტობას ებრძვი, იცი, რომ უნდა დაარტყა ეკლესიას“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ , რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – რომან გოცირიძის მიერ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

„თუკი რაღაც სტატისტიკას ნახავ, სადაც მოგეცემა მანიპულაციის საშუალება, რომ განვითარება და რწმენა ერთმანეთთან ცოტა შეუსაბამოა, ამას იყენებ ისე ბინძურად, როგორც ამას აკეთებენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერები და სახეები. ის ავიწყდებათ, რომ ეს არის უდიდესი კულტურის, ტრადიციის ერი, რომელიც ყველა დროში ძალიან კარგად ახერხებდა, რომ მტკიცე რწმენისა და თავისი რელიგიის, იდენტობის, კულტურის და თავისი წარსულის პატივისცემის კვალდაკვალ, განვითარებაზე ეზრუნა, არავისზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანა და ხალხი არ ყოფილიყო; ამ ქვეყანაში როგორ კვალდაკვალ მიჰყვებოდა ერთმანეთს მტკიცე რწმენა ეკლესიის, იდენტობის, ეროვნულობის პატივისცემა და განვითარება და როგორ ახერხებდა ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი ამას და როგორ ებრძვიან ზუსტად ამას ის ადამიანები, რომლებიც იდენტობას, ეროვნულობას და ეკლესიას ებრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება