“სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მიმდინარეობს მცდელობა, მოამზადონ სიტუაცია იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს შემდეგ ის სტატუსი, რაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილია” , – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ დეგოლების, ადენაურებისა და შუმანების ევროპაში ახლა დონე კუბილიუსის დონემდე ჩამოვიდა.

„პარლამენტშიც ბევრმა გააკეთა კომენტარი და მიანიშნეს სულ სხვაგან არსებულ საწყის იმპულსზე, რომლის გაგრძელებაც შესაძლოა იყოს მთელი ეს დიდი ისტორია თავისი კიევში გაკეთებული განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით, რაც ხდებოდა. კერძოდ, ჩანაწერთან დაკავშირებით – დებიძინიზაცია და ასეთი ფრაზები. სამწუხაროა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამას აკეთებენ, რომ ვერ ხვდებიან, რაოდენ სასაცილოდა გამოიყურებიან, როდესაც ისინი ამ დონეზე წვრილმანდებიან და ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ მოწყვლადი ხდებიან. საუბარი იყო კუბილიუსზე. მე ევროკავშირის ისტორიას ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი პროფესია იყო“, – განაცხადა კაკულიამ.

გაზიარება