საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებებს უარყოფს. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის: გუშინ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ სოჭის საზღვაო პორტი შავი ზღვით საქართველოში სამგზავრო გადაყვანაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

გაზიარება