გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს, სააგენტო “კვირას” მოაწოდა კიდევ ერთი სკანდალური ფოტო, სადაც დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს.
როგორც ინტერნეტგამოცემა წერს, საინტერესოა, რომ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა.
ცნობისთვის: გუშინ გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, კვირას მიაწოდა სკანდალური ფოტო, რომელზეც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან – კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.