სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პენიტენციური სამსახური საზოგადოებას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

“მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება