„როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა სააკაშვილის არც ერთ დამცველს, თუ მხარდამჭერს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო და ჟიგიმანტასების მაშინდელი შფოთვა “ხალასტოი” გასროლა აღმოჩნდა“, – ასე ეხმაურებბა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ჯონდი ბაღათურიას მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მიხელის სააკაშვილის ავსტრიაში კუჭის რეზექციასთან დაკავშირებით.
„კი ბატონო.
შარშან ამ თემაზე საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ. მეც მქონდა პოსტი სადაც ბარიატრიული ქირურგიის განმარტება მეწერა (ცხადია დავგუგლე).
ამ ოპერაციის გაკეთების (კუჭის დაპატარავების) შემდეგ პაციენტები ფიზიკურად ვერ ახერხებენ ჭამას (აკრძალულიც აქვთ და რაც მთავარია სურვილი უქრებათ).
– ოპერაციის შემდეგ მცირდება კუჭის სეკრეტორული ფუნქცია, სცილდება ზონა, რომელიც გამოყოფს შიმშილის ჰორმონ გრილინს, რაც ადამიანს უქვეითებს ჭამის მადას“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე გაბრიჭიძე.