„ჩვენ წინა პერიოდშიც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს ამ სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოწუდა.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ? ფაქტებს ხომ ვიშველიებთ? მათ შორის, შემთხვევითი არ არის უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო. დიახ, მათ აქვთ ამის მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა უზრუნველყვეს ის, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყველა განცხადებას ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება