“მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით და იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე… – წერს მწერალი ლაშა ბუღაძე “ფეისბუკში”.

ლაშა ბუღაძის აზრით, სააკაშვილის ფენომენი კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა.

„ახლა წავიკითხე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ორი სხვადასხვა აქციის ჩატარებას აპირებს თბილისში სააკაშვილის გადასაყვანი (თუ გადასარჩენი) კამპანიის ფარგლებში… ბ-ნმა ხაბეიშვილმა, ცალკე გავდგებიო.

არადა, მგონი, მეტი სერიოზულობა გმართებთ, ბატონებო!“ – წერს ბუღაძე.

გაზიარება