„ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „TV პირველის“ ეთერში.

„პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი განცხადება და დოკუმენტიც“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება