,,მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია – „ფრი მიშა“ წამოიწყეს“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ სპეცოპერაციასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც პირველს ჰქონდა. სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც აგონიაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გაცოცხლება, მინელებული პოლარიზაციის ხელახლა გაღვივება, ქვეყანაში ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სპეცოპერაცია “ფრი მიშას” ავტორები ჩრდილში რჩებოდნენ, რადგან პირველ სპეცოპერაციასთან მათი კავშირის გაშიფვრის ეშინოდათ. თუმცა, როდესაც ლოკალური რესურსით მიზანს ვერ მიაღწიეს, თავის გაშიფვრასაც არ მოერიდნენ და საქმეში უკვე სრულმასშტაბიანი კოორდინაცია ჩართეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება