„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში, თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა. შიმშილობა, ან რაც იყო, არ დაიწყო?! გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საჭმელს. მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი.

მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომა არის მიღებული [სახელმწიფოს მხრიდან], ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული. მაგალითად, თვეებია, უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში. მე მგონი, ზომაზე მეტია ის ყურადღება, რასაც იჩენს [სახელმწიფო]“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება