„გუშინ ვიხილეთ სააკაშვილის თემაზე ევროპარლამენტში დადგმული მორიგი მდარე სპექტაკლი, იგივე რეჟისურით, იგივე დრამატურგიითა და იგივე მსახიობებით. ტყუპისცალივით ჰგავდა წინა სპექტაკლებს, რომელთა დასკვნითი აქტი სააკაშვილის „მოწამეობრივი“ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სააკაშვილი ცოცხალია და პატიმრობის პერიოდში სიმულაციების გროსმაისტერი გახდა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავად იციან მისმა ადვოკატებმაც, ექიმებმაც და მომხრეებმაც აქ თუ გარეთ, მაგრამ მაინც “აწვებიან პირველ ჩვენებას“.

ახლახან, სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტროსიგარეტის მოხმარება, რომელსაც ის უზომოდ ჭარბად მოიხმარდა და, როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად, ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას.

როგორ მოქმედებს ელექტროსიგარეტი წონაზე? აშშ-ის ცნობილი იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტების დროს გამოავლინეს გარკვეული რეცეპტორები ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც გავლენას ახდენს მწეველებში მადის შემცირებაზე. მაგრამ, თუ ისინი ნიკოტინით სტიმულირდება ელექტრონული სიგარეტის საშუალებით, ისინი არ გამოიწვევს მასზე რაიმე დამოკიდებულებას, თუმცა ხელს შეუწყობს წონის საიმედო და გარანტირებულ კლებას.

ასე რომ, შუბი ხალათში დიდხანს არ დაიმალება და “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

გაზიარება