“საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს და ზოგადად, ჩვენს რეგიონს დააკავშირებს პირდაპირ ევროპასთან.
“აქამდე ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ გვქონია. საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება.
ამდენად, ჩვენთან წარმოებული ენერგიის ევროპაში გატანასთან ისევე, როგორც ჩვენს მეზობლებში წარმოებული ენერგიის საქართველოში ტრანზიტით ევროპაში გატანასთან დაკავშირებით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირი კავშირი იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული შემოსავლების გენერირებას გამოიწვევს“, – აღნიშნა ნარმანიამ.