პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

გაზიარება