საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელს ოთარ ღვინაშვილს თბილისიდან მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში გადაასვენებენ.

ცნობისთვის: 19 იანვარს, საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი საკუთარი სახლის აივნიდან გაუხსნა.

დაღუპულთაგან ოთხი ადამიანი კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდა იყო, ერთი კი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა და, ასევე, მონაწილეობდა ავღანეთის მისიაში.

გაზიარება