„როდესაც სტრასბურგი გეტყვის, რომ ადამიანის მკვლელობაში პირდაპირ ვერტიკალის სათავეში იყავი, შენი შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, შენი სასამართლო ფარცხავდნენ ერთი კაცის საქმეს, რომელიც მოკლა შენმა ხელისუფლებამ, მაშინ, უნდა გამოსულიყავი და გეთქვა, უბრალოდ: “დიახ, დააშავეს მათ და უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა „ღამის კურიერში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გირგვლიანის საქმეზე, პრეზიდენტიდან დაწყებული, ციხის კარის მცველით დამთავრებული, ყველა სინქრონში მოქმედებდა ადამიანის უფლებების დარღვევებისას და ეს ხალხი დღეს ვიღაცას წასული ჰგონია, მაგრამ პოლიტიკაში არიან.

„თქვენ რა იცით, იმაზე მეტი ჰუმანურობა როგორია, როდესაც ადამიანი, ვისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამებდნენ პატიმრებს და წელიწადში 150-მდე პატიმარი იღუპებოდა იმის გამო, რომ ჯანდაცვა არ ჰქონდა, სცემდნენ და იმის გამო, რომ უბრალოდ პირობები, რაც იყო ციხეში, იყო ადამიანის ჯანმრთელობის, ღირსების და სიცოცხლის წინააღმდეგ. ოთხსართულიან საწოლებზე ეძინათ. აღარ არის – ერთია, მაგრამ დღეს რომ თავს გვახვევენ და რეალობის გადაკეთება რომ უნდათ და საინფორმაციო ძალადობას ეწევიან, რომ რაც ცუდი იყო ის კარგად შემოგვასაღონ, ეგ არ არის, რომ დღეს აღარ არის. პირიქით, დღეს ისინი რჩებიან პოლიტიკაში ისევ და ისევ ევროპული წესების წინააღმდეგ. ევროპული წესებით პოლიტიკაში ასეთი ლიდერები ვერ დარჩებოდნენ დასავლეთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება