„ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა ფრაქცია „სამართლიანი რუსეთი/ პატრიოტები – სიმართლისათვის“ საკანონმდებლო ინიციატივას საავტორო უფლებებზე ჰონორარის გადახდის შეჩერების მექანიზმის შემუშავების შესახებ –
უცხოელ აგენტებსა და სისხლის სამართლის იმ მუხლებით მსჯავრდებულ პირებზე, რომლებსაც მსჯავრი მიესაჯათ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ჯარის დისკრედიტაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოწოდების გამო.
საინტერესოა, ამ კანონის შესაძლო მიღებამდე, არსებობს თუ არა საქართველოს მგლოვიარე მოქალაქე ლЯკა ხოშტარიას მიერ გაგზავნილი წერილი, შემდეგი შინაარსით: გთხოვთ, შეწყვიტოთ თქვენი სისხლიანი და ბინძური ფულის ყოველთვიური გადარიცხვები, რითაც ახდენთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრთა ღრმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური განწყობების დისკრედიტაციას!!!“ – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზე, აღნიშნული კანონპროექტის გასწვრივ იგივე მინაწერია: “განხილვის რეჟიმშია” – რაც ნიშნავს მის თაროზე დიდი ხნით გადადებას.
„ერთია პოპულისტური “პატრიოტული” სულისკვეთება და მეორე – რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები, რომლებიც მსგავსი გადარიცხვებით წლების განმავლობაში აფინანსებდნენ საკუთარ აგენტურას, რომელიც, “ოპერატიული თამაშების” ფარგლებში, რუსეთსაც აგინებდა, მის პრეზიდენტსაც და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასაც ითხოვდა“, – წერს ქართველიშვილი.

გაზიარება