საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის განთავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება