,,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სიცოცხლეს, რადგან მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო!”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

“სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში!” – წერს შალვაპუაშვილი.

გაზიარება