„არ გვქონია შემოთავაზება და, შესაბამისად, არც ვაკვირდებით ამ პროცესებს. არც არასდროს არავინ მოგვმართავს და, შესაბამისად, ჩვენც არ ვაკვირდებით. ვაკვირდებით ზოგად არჩევნებს და ვაკვირდებით, მაგალითად, თუ არის შემოთავაზება ადვოკატთა ასოციაციისგან, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნებს სკოლებში”, – ასე უპასუხა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ტელეკომპანია „POSTV-ის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატის არჩევნებში “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ეხებოდა.

გაზიარება