ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობის” აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს და „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილთა რაოდენობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
“შაბათს, მმართველი პარტიის ცარიელ ოფისთან პროტესტი 15 საათზე იმიტომ მოაწყვეს, რომ სექტის ბელადთან ვალი მოეხადათ, მასობრივი აქციის იმიტაცია მოეხდინათ და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებაც მოესწროთ”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ “ნაცების” სავიზიტო ბარათი შეუქცევადი პრიმიტივიზმია”
“მორღვეულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გვაჩვენა, რომ ადამიანური რესურსების ქუჩაში მობილიზაციაც კიდევ უფრო უჭირთ. ერთი კვირა ემზადებოდნენ 3 დეკემბრის “გრანდიოზული” აქციისთვის და “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ არსებულ ვიწრო ქუჩებზე შეკრიბეს ის პარტაქტივი, რაც რეალურად შერჩათ.
სამი უპრინციპო, არათანმიმდევრული ე.წ. ლიდერის – ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი მუმლაძის ორგანიზატორული უნიჭოება ცხადად იხილა ყველამ.
“ნაცების” სავიზიტო ბარათი – შეუქცევადი პრიმიტივიზმია”,- წერს გია აბაშიძე.
