,,დასუსტებული ,,ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას,” – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ნაციონალური მოძრაობის” აქციასთან დაკავშირებით.

ის აღნიშნავს, რომ დღეს, აღარავის სჯერა “ნაციონალური მოძრაობის” განახლებისა და გაძლიერების.

,,ყოფილი ბელადის მოწოდებების მიუხედავად ომის და ღალატის პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ,,ქურქუმელ ვაით” ხაბეიშვილმა და ,,აქტივისტმა” მუმლაძემ, ე.წ. მოწამვლის თემა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციეს. შესაბამისად, ოლიგარქი კეზერაშვილის ფულისთვის ერთმანეთს გადაკიდებული ლიდერების და მათი მცირე მხარდამჭერების გარდა აღარავინ გამოდის ქუჩაში!

ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, სწორედ ამიტომ ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ვერც სხვადასხვა პარტიებად დაშლილი და გაშლილი ,,ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერ “ენჯეოებთან” და მედიებთან ერთად, ამას 2020 და 2021 წლის არჩევნების შედეგიც ადასტურებს!”,- წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილთა რაოდენობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გაზიარება