„შეუიარაღებელი თვალით ჩანს – ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და პირდაპირ მითითებებით მოქმედებს. თუ ვისი – ეს ძალიან მალე გამოჩნდება!“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას – „ელჩების კონფერენცია – 2022-ს” არ დაესწრო.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება დიპლომატიური კორპუსის უმძიმესი შეურაცხყოფაა.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამბასადორიალზე არდასწრება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ უწყების, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი უკვე თავიდან ბოლომდე გადავიდა “ნაცმოძრაობის” ნარატივზე!“ – წერს ნიკოლეიშვილი.