თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.


როგორც ბოჟაძე აცხადებს, ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციითა და პოლარიზაციის გაღრმავებით არიან დაინტერესებული.

„მას [კეზერაშვილს] აქვს გავლენები პოლიტიკურ პარტიებზე, მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილზე, თუმცა აბსოლუტურად მიუღებელია ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის. რადგან ქვეყანაში არ გამოდის არეულობის, დესტაბილიზაციის, ქაოსის და რევოლუციის სცენარი, გადაწყვიტეს, 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება, თუმცა 2024 წელს იგივე შედეგი ექნება ოპოზიციას, რაც აქვთ 2012 წლიდან. მარცხი და მხოლოდ მარცხი. რატომ? იმიტომ, რომ ასეთია მისი აღმატებულება ამომრჩევლის ნება, ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც!” – აცხადებს ბოჟაძე.

გაზიარება