“სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არა შუამავლის როლი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
ერდოღანის თქმით, მედიატორის როლი მხარეებს შორის სწორედ თურქეთმა შეასრულა, რამაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყო.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე რუსული სასუქების მიწოდება ჯერ რთულ საკითხად რჩება.
„აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე, პირველ რიგში, ღარიბი ქვეყნებია, მაგრამ ამასობაში ევროპაში მარცვლეულის 44 პროცენტი წავიდა, ჩვენ 16 პროცენტი მივიღეთ. ბატონი პუტინი ამბობს: „მოდით ასე მოვიქცეთ, აფრიკაზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ევროპაზე, უფასოდ, მე გავაგზავნი მარცვლეულს“. ჩვენ ვუთხარით: „მოდით, თქვენ მიერ გაგზავნილი მარცვლეული ჩვენს წისქვილებში ფქვილად გადავაქციოთ“. რა თქმა უნდა, ახლა არის სამუშაოს უფრო ინტენსიური ნაწილი, სასუქის საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ რუსეთთან ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.