“დიდი ხანია, იბადება კითხვები, თუ რატომ არ აკეთებთ მკაფიო განცხადებას იმ აღვირახსნილი კამპანიის წინააღმდეგ, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, თქვენი “ენჯეოები“ და ადგილობრივი რადიკალები აწარმოებენ თქვენი სახელით”, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
ქადაგიძე ამერიკის ელჩის განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ კრამერი, ფოტიგა, კუბილიუსი, იან კელი, ვოლკერი და სხვანი არა ოლიგარქიის წინააღმდეგ, არამედ რიგითი ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად იბრძვიან.
“უკაცრავად, ქალბატონო ელჩო, ფილანტროპი (როგორც თქვენ უწოდებდით) ბიძინა ივანიშვილი არ არის შეყვარებული საქართველოზე და კრამერი გიჟდება?
თქვენ ქართველი საზოგადოება სულელი ხომ არ გგონიათ? უკვე ისე ხართ არეული ორიენტირებში, რომ რა დროს რას ამბობთ, თქვენვე გერევათ…
სამწუხაროდ, ჩვეულებრივად მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში…
თუმცა, რაღა აზრი აქვს კითხვას, როდესაც პოლიტიკურ მხარედ იქეცით!
ქართველი ხალხისთვის ბრძოლა არავის მოუგია და ეგ არ დაგავიწყდეთ!
ჰოდა, “კრემლის სახელმძღვანელოს” როდესაც ახსენებთ, არ დაგავიწყდეთ, ვინ აღვივებს ყველაზე მეტად ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში!” – აღნიშნავს ქადაგიძე.