„სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, – ეს მას მაინც უნდა შევახსენოთ.

ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მაია სანდუმ თავის პატიმარ მეექვსე პრეზიდენტს უნდა მიხედოს.

„ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო ვითარების არევა და მეორე ფრონტის გამოწვევა. ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურდა კიდეც, ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო. ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ – დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები.

გარდა ამისა, ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში გაუგებარი იქნებოდა ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე. ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში. დანილოვმა ან პოდოლიაკმა ბოდიში მოიხადეს? ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებული პირები ისინი არიან. არც ერთს არ მოუხდია ბოდიში და არც ერთს არ წაუღია სიტყვები უკან, შესაბამისად, ეს სიტყვები ძალაშია.

რაც შეეხება ზელენსკის ამერიკაში ვიზიტს, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ეს იყო სოლიდარობის აქტი, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული, რაც ბუნებრივია, როცა საქმე ეხება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება