საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია: „მოხდა უდიდესი ტრაგედია. არ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს კალენდარულ წლებში, სად რა მოხდა და როდის რა ტრაგედია მოხდა.

ეს ტრაგედია ყველაზე მეტად მეტკინება სიცოცხლის ბოლომდე. ღმერთმა არ ქნას, რომ რამემ გადაფაროს.

გარწმუნებთ, რომ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მიუკერძოებლად.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში თუ პროკურატურაში ხალხი ათენებს ღამეს და  ათენებინებს იმ მოწმეებს თუ პირებს, ვისაც კი  რაიმე შემხებლობა ჰქონდა.

ბათუმის ტრაგედიის დროს გამოკვეთილი იყო კონკრეტული პირების ბრალეულობა.

ჩვენ არ გვყავს ქალაქის მერი გადასაყენებელი მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გამო.

ვინც კი შემხებლობაშია ამ ამბავთან, არავის არ ინდობს გამოძიება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე.

მომავლისათვის ცოტა გავასწოროთ ლექსიკა, გამოვიტანოთ ამ ტრაგედიიდან დასკვნები, ერთმანეთს ცოტა რიდით მოვეპყროთ.

კახა კალაძეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს მის თანამდებობასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული თქვენეული საკითხები. მან თავიდანვე თქვა, რომ არანაირი პრობლემა მას ამასთან დაკავშირებით არ აქვს.

ასეთ დროს ჩვენ ცოტა უფრო მეტი ჰუმანურობა  და სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ, ვიდრე ეს მტაცებელ ცხოველებს აქვთ.

ერთი მხრივ, დავამკვიდროთ ისეთი სტანდარტები, რომ ტექნიკური და პროფესიული თვალსაზრისით მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული ასეთი ტრაგედიებისგან; მეორე მხრივ, დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ მოხდეს გამოძიება და წინასწარ ანათემას არ გადავცეთ უდანაშაულო ადამიანები“.

გაზიარება