საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე – ოპოზიციას: „რიგი ოპონენტების გასაგონად მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან კარგად იცით – ჩვენ ყველა აქამდე ინნიცირებულ  უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დავუჭირეთ.

მე, პირადად, გამოსვლისას მკაფიოდ დავაფიქსირე მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ, მაგრამ იქვე აღვნიშნე, რომ  რეზოლუციის ტექსტი საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება ტექსტში აისახა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რეზოლუციის საბოლოო ტექსტის კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება.

ეს აბსურდული დამატება, ისევე, როგორც განცხადებები, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა ურკაინის რეზოლუციას, არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი. ეს იყო სააკაშვილის ლობისტთა მცირე ჯგუფის ხრიკი, რომელმაც, სამწუხაროდ, ეს აბსურდული დამატება გააჩინა.

2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,  როდესაც მხარი დაუჭირეთ  1633-ე რეზოლუციის მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირის ჯარისკაცების და რუსეთის  აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების  წინაშე ასე შერცხვენილები არ იქნებოდით“.

გაზიარება