საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი: „რაც მოხდა [ევროსაბჭოს] საპარლამენტო ასამბლეაში და გაჩნდა მიხელ სააკაშვილთან ჩანაწერი, ეს იყო ნამდვილად ავანტიურა, რომლის მთავარი შემოქმედი იყო რამდენიმე ვიწყო ჯგუფი. ისინი, ძირითადად, წარმოადგენდნენ ევროპის სახალხო პარტიას და, სამწუხაროდ, უკრაინის დეპუტაციას.
რაც გააკეთა საქართველოს დელეგაციამ, იყო ის, რომ განმარტა საკუთარი პოზიცია.
გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ის მხარს უჭერს რეზოლუციას, მაგრამ, ვინაიდან არსებობს გარკვეული შესწორებები, ვერ მიიღებს მონაწილეობას საბოლოო ჯამში ტექსტის კენჭისყრის დროს.
იმ ადამიანებმა, რომლებიც გამოესარჩლნენ და რაღაცებს საუბრობენ, მე მგონი, უნდა გასცენ პასუხი: მიაჩნიათ, თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელს აფარებს გირგვლიანის მკვლელებს ხელს, პოლიტპატიმრად?
ბატონ შალვას (შავგულიძეს) ვურჩევდი, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა, წაეკითხა ყველა ის დოკუმენტი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ; გაერკვია, ვის აქვს დაჭერილი მხარი და ვის – არა და ამის შემდეგ ეთქვა, ეს ადამიანები უჭერენ მხარს უკრაინას თუ არ უჭერენ.
ამ სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია.
რეზოლუცია 24/33, რეკომენდაცია 22/28, რომელზეც მინდა გითხრათ, – მოიკითხოთ, ოპოზიციის ხმები არის აქ თუ არ არის.. არ არის. რა ვქნა, დავიწყო და ვთქვა, რომ არ უჭერენ ისინი უკრაინას მხარს?
თუნდაც, ამ სესიაზე იყო კიდევ ერთი რეზოლუცია. მასში ნათქვამი იყო, თუ რა შედეგები მოჰყვა იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ოპოზიციის წარმოამდგენლებმა კი – არა.
ევროპის სახალხო პარტიისთვის სამარცხვინოა, რომ მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს კრიმინალი და ამიტომ ცდილობენ ყველანაირი პოლიტიკური მოტივით ამის გადაფარვას“.