საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის – ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის – ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს, საქართველოს მიერ უკრიანისთვის იარაღის მიწოდებაზე მოთხოვნას ეხებოდა.

„აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით – ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება