პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Stena Line-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ის გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

გაზიარება