საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს.
„სამარცხვინო დამოკიდებულებაა, რათა როგორმე, ხელისუფლება ხალხისგან გამიჯნონ – თითქოს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, 85%-ს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს და საქართველოს ხელისუფლებას ეს არ სურს. ეს სრულიად სამარცხვინო განცხადებაა და ამას ვერ მივიღებთ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.
რეფორმებთან დაკავშირებით, პროცესი ღიაა. საქართველოს ხელისუფლება ყველასთან, ანგარიშვალდებულებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სულ ესაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.