“საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბევრი მიმართულებით: გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის ადაპტირებაში“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა ჟოელ გარიო-მელამიმ.
მისივე თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ქართველი ხალხი ამას აუცილებლად გააკეთებს და საქართველო ალიანსისკენ მიმავალ გზაზე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულთან ახლოსაა. შვიდჯერ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. მინდოდა და მინდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში, მუდმივად ვლობირებდი ამ საკითხს, ჯერჯერობით ეს შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ხომ იცით, ყოველი ნაბიჯი ღირებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ბევრჯერ მითქვამს ეს საქართველო დელეგაციის წევრებისთვის. მე ყოველთვის ვხვდები მათ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ შესანიშნავი პარლამენტარები გყავთ, რომლებიც ძალიან კარგები არიან თქვენი საკითხების წინ წამოწევის საქმეში. ასე რომ, საქართველო იქნება ჩემი პრიორიტეტი“, – განაცხადა ჟოელ გარიო-მელამიმ.
ცნობისთვის: მადრიდში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესიის პლენარული სხდომა გაიხსნა.