„ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ. მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე.
„ჯამში, ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა. და ამაზე არავინ ლაპარაკობს“, – აღნიშნავს არველაძე.