საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის მიზანია, რომ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი.
„ზოგადად, ყურის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და წელს უკვე ბოლო ვიზიტი, რომელიც ამ რეგიონში განხორციელება, არის საუდის არაბეთის სამეფოში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.