„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
“სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.
“საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, როგორი პოზიცია აქვს შეწყალებასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი
