„მე მაქვს ასეთი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, მართალია. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე გაიკეთა კუჭის რეზექცია. ადამიანები, ვისაც ჭარბი წონა აქვთ, კუჭს იპატარავებენ იმისთვის, რომ ცოტა ჭამონ და დასუსტდნენ. და ის [სააკაშვილი] 200 კილო იყო. ძალიან პოპულარული და ძალიან სახიფათო ოპერაციაა, იმიტომ, რომ ყოველთვის წარმატებული არ არის”, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
“ავსტრიაში, ვენაში არის ასეთი კლინიკა და გადაამოწმეთ აქვს თუ არა მანდ ამ კაცს გაკეთებული კუჭის რეზექცია აქ ჩამოსვლამდე 20 დღით, მაქსიმუმ 1 თვით ადრე. რომელიმე ექიმმა რამე დიაგნოზი დადო? ვინმემ თქვა – აი ეს ჭირს? და მთავარი თემა არის, რომ მიშა გახდა, დასუსტდა. იმიტომ, რომ საჭმელს არ ჭამს“, – განაცხადა ბაღათურიამ.
“საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე სააკაშვილმა ავსტრიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა. ადამიანები, ვისაც ჭარბი წონა აქვთ, კუჭს იპატარავებენ, რომ ცოტა ჭამონ და დასუსტდნენ” – ჯონდი ბაღათურია
