„21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად. ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული სხვა რეალობა საღდება“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„ექსტრემიზმი დემოკრატიის სახელით“ – ძალიან სწორი შეფასებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
აუცილებელია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!
• კანონპროექტის ინიცირებამ იმაზე დიდი ლუსტრაცია მოახდინა, ვიდრე მისი ამოქმედება შეძლებდა!
• უმრავლესობის სწორმა გადაწყვეტილებამ და, უაპელაციოდ, ადამიანის სიცოცხლესა და კანონპროექტს შორის ადამიანის არჩევანისას, ხელისუფლების ჰუმანური და ოპოზიციის მავნებლური ბუნება გამოაჩინა!
• სამართალდამცველების მოქმედება ორიენტირებული იყო დაძაბულობის მაქსიმალურად განმუხტვისთვის და რისკების პრევენციისთვის!
• კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, რადიკალებმა არა მხოლოდ შეაჩერეს ექსტრემისტული კამპანია, არამედ აკადემიურ და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაიტანეს „ლიბერალური ფაშიზმი“, რასაც დემოკრატიისა და ევროპულობის სახელით ასაზრდოებს სხვადასხვა პედაგოგი, ექსპერტი და პოლიტიკოსი.

21-ე საუკუნეში, ინფორმაციულ ეპოქაში, პირდაპირ კამპანიას არავინ აწარმოებს გავლენების მოსაპოვებლად. ღია ფაშიზმით, ძალადობითა და ექსტრემიზმის მოწოდებებით ვერავინ მოიპოვებს მხარდაჭერას საზოგადოებაში, ამიტომაა მოგონილი „რბილი ძალა“ და მოგონილი „ნარატივები“, რა დროსაც აღქმით შეფუთული სხვა რეალობა საღდება.
ამის კლასიკური მაგალითებია:
1) ქართული კანონპროექტის რუსულად გასაღება;
2) სამართალდამცველების დაწვის მცდელობა – ცივილურ გამოხატულებად;
3) ცალ ფეხზე ხტუნაობის ღირსებად მონათვლა;
4) ადამიანების ბულინგი, დისკრიმინაცია, უფლებების ხელყოფა ლიბერალურ დემოკრატიად გამოცხადება;
5) პედაგოგების დევნა, დაწესებულებებიდან გაყრის მოთხოვნების ჰუმანიზმად შემოსაღება და ა.შ.

მოკლედ, საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება.
არაფერი აქვთ საერთო ლომჯარია-ბუღაძე-დავითაშვილ-გორგილაძეებსა და ათასი რჯულის ნაძირალას ჰუმანიზმთან, დემოკრატიასა და ტოლერანტობასთან.
ასეთი ადამიანები არიან ტიპური ფაშისტები, რომლებიც ასაზრდოებენ ექსტრემიზმს და ავადმყოფურად საზრდოობენ განსხვავებული აზრის დისკრედიტაციით“, – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება