“საქპატენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას “GCA-ს” მონოპოლია აუწყო, დღეს კი ამ სქემის შესანარჩუნებლად ასოციაციას ადვოკატად დაუდგა”, – განაცხადა გამოცემა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ევგენიძის თქმით, “საქპატენტის” ყოფილი ხელმძღვანელობა, წლების განმავლობაში, ღიად და დაუფარავად ლობირებდა „GCA-ს“ მენეჯმენტს, ხელს უწყობდა მის სრულიად უსამართლო, გაუმჭვირვალე და მონოპოლიურ მმართველობას.
”დღესაც კი, “საქპატენტის” ყოფილი ხელმძღვანელი ამ ასოციაციის ინტერესებს უკვე ადვოკატის რანგში იცავს, რისი დასტურიც იყო წელიწად-ნახევრის წინ, პარლამენტის სხდომაზე, მისი გიგას ადვოკატის რანგში ყოფნა.
ზუსტად ესაა კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. სწორედ ამ პრაქტიკის შედეგად მოხდა ის, რომ ავტორები ვიქეცით გიგა კობალაძის მონებად. ამას მოჰყვა ისეთი ტიპის კრიმინალური ხასიათის მაქინაციები, რაც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ნათელი შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (ვგულისხმობ „იმედის კვირის“ რეპორტაჟს)”, – განაცხადა ევგენიძემ.