„სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ სამედიცინო დაწესებულება შესაბამისად აღჭურვილი არ არის. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არც ერთ ეტაპზე არ დარღვეულა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
„პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს და ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხზე. ამის დასტურია ის გარემოება, რომ 1 500-ზე მეტი მნახველი იყო. ყოველდღიურად შედიან მნახველები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ეს ადასტურებს, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი აქვს სისტემას დასამალი. საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზციას, ევროსასამართლოს თავის დროზე, როდესაც განხილვა იყო, გაერო-ს, ვროკავშირს, როდესაც ისინი ინტერესდებიან ამით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
„სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ სამედიცინო დაწესებულება შესაბამისად აღჭურვილი არ არის“ – იუსტიციის მინისტრის მოადგილე
